კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 8 მაისი, 2026

1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ და ბიზნესთან დაკავშირებულ მონაცემებს TenderHub-ის პლატფორმით სარგებლობისას. ჩვენი პრიორიტეტია თქვენი მონაცემების უსაფრთხოება და საქართველოს კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობა.

2. რა სახის მონაცემებს ვაგროვებთ

  • საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, კომპანიის დასახელება.
  • პლატფორმაზე ატვირთული დოკუმენტაცია: სატენდერო დოკუმენტები, კომპანიის პროფილები, ფინანსური და ტექნიკური ინფორმაცია, რომელსაც იყენებთ AI ანალიზისთვის.
  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ინფორმაცია, პლატფორმაზე აქტივობის ლოგები.

3. როგორ ვიყენებთ მონაცემებს

ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

  • პლატფორმის ძირითადი ფუნქციონალის მოწოდება (ტენდერების მოძიება, შესაბამისობის შემოწმება, დოკუმენტაციის გენერაცია).
  • მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება და ახალი სერვისების განვითარება.
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა და უკუკავშირი.
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არაავტორიზებული წვდომის პრევენცია.

შენიშვნა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით (AI): თქვენ მიერ ატვირთული დოკუმენტაცია მუშავდება მესამე მხარის (მაგ. Google Gemini) AI მოდელების გამოყენებით მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ითხოვთ ანალიზს ან გენერაციას. მონაცემები არ გამოიყენება საჯარო AI მოდელების დასატრენინგებლად.

მნიშვნელოვანი გარანტია: ჩვენ არასდროს ვიყენებთ თქვენს დოკუმენტებს რაიმე სახის (მათ შორის კონკურენტების) ანალიზისთვის. ჩვენ არ ვუზიარებთ თქვენგან მიღებულ არცერთ დოკუმენტს ან ინფორმაციას სხვა პირებს, მათ შორის არც თქვენს კონკურენტებს. პლატფორმაზე არსებული ბაზრის ანალიტიკისთვის გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

4. მონაცემთა გაზიარება მესამე პირებთან

ჩვენ არ ვყიდით თქვენს მონაცემებს. მონაცემები შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • ტექნოლოგიურ პარტნიორებს (ღრუბლოვანი სერვერები, AI პროვაიდერები), რომელთაც აქვთ ვალდებულება დაიცვან კონფიდენციალურობა.
  • კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით.

5. თქვენი უფლებები

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება ან სრული წაშლა პლატფორმიდან. ამისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე.

6. საკონტაქტო ინფორმაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: info@tenderhub.ge.